ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 21:52 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
10°C few clouds

„თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო“ – გაეროში რუსეთის ელჩი

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, რადგან ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში ლიდერია.

„ვფიქრობ, იმ მომენტში, როდესაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართებოდა, ჩვენ არ გვაშფოთებდა ევროკავშირი, მაგრამ სიტუაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ბორელის განცხადების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ბრძოლის ველზე უნდა მოიგონ. ასევე, იმ ფაქტის შემდეგ, რომ ევროკავშირი უკრაინაში იარაღის მიწოდების ლიდერია. ვფიქრობ, ახლა ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით, უფრო ჰგავს პოზიციას უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ, რადგან ვერ ვხედავთ მათ შორის დიდ სხვაობას.

თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო. დიახ, ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი. დიახ, თუ არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის, მაშინ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ მე არ ვარ ის პირი, ვინც განსაზღვრავს რა არის ეგზისტენციალური საფრთხე“, – განაცხადა პოლიანსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები