ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:33 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

„თუ უკრაინა MLRS გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს გაანადგურებს“ – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გამოიყენებს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემას (MLRS) რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს დაარტყამს და დასძინა, რომ ეს ცენტრები კიევში არ არის.

„ღმერთმა არ ქნას და თუ ამ ტიპის იარაღებს გამოიყენებენ რუსეთის ტერიტორიების წინააღმდეგ – ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სხვა არჩევანი არ ექნებათ გარდა იმისა, რომ იმოქმედონ გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების დასამარცხებლად.

ყველას ესმის, რომელი ცენტრებია ეს – თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და სხვა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გესმოდეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ცენტრები ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კიევის ტერიტორიაზეც კი არ არის განთავსებული. ასე რომ, ეს ნამდვილად არის საფრთხე, რომელიც გასათვალისწინებელია“, – განაცხადა მედვედევმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები