ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 07:28 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის გამო რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსულმა „გაზპრომმა“ ჰოლანდიურ კომპანია GasTerra-ს გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა, გაზის საფასურის რუბლებში გადაუხდელობის გამო.

„30 მაისის სამუშაო დღის ბოლოს „გაზპრომ ექსპორტს“ არ მიუღია GasTerra BV–დან აპრილში გაზის მიწოდების საფასური რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის No172 ბრძანებულების შესაბამისად.

1-ლი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელებულიყო რუბლებში ახალი დეტალების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაქტორებს დროულად ეცნობათ“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.

ჰოლანდიურმა გაზით მოვაჭრე GasTerra-მ გადაწყვიტა, არ შეასრულოს გაზპრომის მოთხოვნები რუსული გაზისთვის რუბლებში გადახდის შესახებ. GasTerra-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ, გაზპრომმა გამოაცხადა გაზის მიწოდების შეწყვეტა 2022 წლის 31 მაისიდან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები