ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2024 22:04 საათი

თბილისი

აპრ 29 - ორშ
Tbilisi, GE
21°C clear sky

უკრაინაში ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო დამძიმდეს – გენერალი მარკ მილი

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინაში ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო სერიოზული გახდეს, – ამის შესახებ  აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ დგამს ზომებს ამის თავიდან ასაცილებლად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და რუს სამხედროებს შორის.

„მჯერა, რომ ესკალაციის შესაძლებლობა ყოველთვის არის, უნდა მოვახერხოთ ეს და შევაფასოთ ესკალაციის შანსი. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ამიტომ თქვენ ნახეთ, რომ ოსტინი ესაუბრა თავის კოლეგას, მე კი ჩემს რუს კოლეგას. იმისათვის, რომ ეს არ გადაიზარდოს იმაზე  საშინელ სიტუაციაში, ვიდრე ახლა არის“, – აღნიშნა  გენერალმა მარკ მილიმ.

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში სიტუაციის ლოგიკური გამოსავალი იქნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები