ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 07:49 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
7°C clear sky

უკრაინა ყოველდღიურად 100-მდე მებრძოლს კარგავს, ხოლო 500-მდე  დაჭრილია – რეზნიკოვი დასავლეთს მიმართავს

„ფრონტზე რთული ვითარებაა, უკრაინა ყოველდღიურად კარგავს ასამდე სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო 500-მდე  დაჭრილია“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, კრემლს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ თავისი იმპერიული ეგოს დასაკმაყოფილებლად უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

„სწორედ ამიტომ უსვამს ხაზს უკრაინა მძიმე იარაღის მიწოდების საჭიროებას, თან ძალიან სწრაფად. ჩვენ სხვებისგან განსხვავებით დავამტკიცეთ, რომ კრემლის შიში არ გვაქვს, მაგრამ როგორც ქვეყანას არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი შვილები დავკარგოთ“, – აცხადებს რეზნიკოვი.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვერ იტყვის, რომ კმაყოფილია იარაღის მიწოდების ტემპით და რაოდენობით.

„ამავდროულად, უსაზღვროდ მადლობელი ვარ იმ ქვეყნების, რომლებიც მხარს გვიჭერენ. კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ჩვენს ბალტიისპირელი მეგობრების. ყველა სხვა სახელმწიფოს, რომელიც გვეხმარება, რომ რუსეთის ბოროტება და სისასტიკე შევაკავოთ“, – აცხადებს ალექსეი რეზნიკოვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე