თურქეთი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში თურქეთის ელჩების მე-13 კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამდა დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება და ვერ მივუახლოვდით სისხლის ღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ ერთი მხარის განცხადება მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია არსებულთან მხოლოდ პასუხისმგებლური მიდგომით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.