ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:13 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

„ბაიდენი ომის დამნაშავეა, ის უკრაინაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს დიდი კრიმინალია“ – Pink Floyd-ის წევრი

Pink Floyd-ის წევრმა როჯერ უოტერსმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „ომის დამნაშავე“ უწოდა. მისი თქმით, ბაიდენი ომის ცეცხლზე ნავთს ასხამს.

ამერიკულ მედია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა:

„ბაიდენი უკრაინაში ომის ცეცხლზე ნავთს ასხამს. დიდი დანაშაულია. რატომ არ ურჩევს ამერიკა ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, ამ საშინელი ომის თავიდან ასაცილებლად?

როდის დაიწყო ომი? თქვენ უნდა გადახედოთ ისტორიას და შეგიძლიათ თქვათ, „აი, ომი ამ დღეს დაიწყო“. შეიძლება ითქვას, რომ ეს 2008 წელს დაიწყო… ეს ომი ძირითადად ეხება ნატოს მოქმედებას და რეაქციას, რომელიც რუსეთის საზღვრამდე მიიწევს, რაზედაც მათ პირობა აქვთ დადებული, რომ ამას არ გააკეთებდნენ, როდესაც გორბაჩოვი მოლაპარაკებებს აწარმოებდა სსრკ-ს მთელი აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლის შესახებ“, – განაცხადა უოტერსმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები