შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოუყო, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ოდენობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახური იტყობინება
დაზუსტებულია, რომ მის ფარგლებში ვაშინგტონი კიევს მიაწვდის ათას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას Javelin, HIMARS MLRS და NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო მასალას, ასევე ჯავშან სამედიცინო მანქანებს, მედიკამენტებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს. თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ადმინისტრაციის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 9,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია .