ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 06:04 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
7°C clear sky

კრემლი: „ქვეყნები, რომლებიც რუსეთს უარყოფენ, გონიერების ზღვარს კვეთენ“

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ლატვიის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას მიერ ლატვიელი მოციგურავეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი ქვეყანა კვეთს გონიერების გარკვეულ საზღვრებს. შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია. შესაძლებელია თუ არა რუსეთის უარყოფა? ასევე შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ბრძანებულებით, მაგრამ ეს შეუძლებელია.

სპორტსმენებს მაინც ეყოლებათ ის ხალხი, ვისაც ისინი უყვარს და აღფრთოვანებულია მათი შემოქმედებით, სპორტით და ასე შემდეგ“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ლატვიის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოციგურავეების, მარგარიტა დრობიაზკოს და პოვილას ვანაგასს მიერ მიღებული სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ ბრძანებულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოციგურავეების მიერ კომერციულ რუსულ შოუში მონაწილეობა გახდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები