ტაივანმა უარყო ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა – ორი სისტემა“, რომელიც ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მხოლოდ ტაივანის ხალხს შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს“, – განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯოან ოუმ.
მისი თქმით, ტაივანი ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა – ორი სისტემის“ იდეას.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ჩინეთი აშშ-ის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს იყენებდა, ტაივანის ხალხის დასაშინებლად.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. პელოსი აშშ-ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებიდან პირველია ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვინც ტაივანს ეწვია. ვიზიტმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია.