ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 07:20 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
15°C broken clouds

ამერიკულმა ბანკებმა რუსულ აქტივებთან მუშაობა განაახლეს

უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკებმა რუსულ ფასიან ქაღალდებთან მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკული ფინანსური ორგანიზაციები კლიენტების პორტფელებში მხოლოდ უკვე არსებულ ობლიგაციებზე მუშაობენ და არალიკვიდური აქტივების გაყიდვაში ეხმარებიან.

კერძოდ, რუსულ ობლიგაციებთან მუშაობა ბანკებმა JPMorgan Chase & Co, Bank of America Corp, Citigroup Inc, Deutsche Bank AG, Barclays Plc და Jefferies Financial Group Inc-მა განაახლეს.

მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განმარტება პირველად და მეორად ბაზრებზე რუსული ფასიანი ქაღალდების შეძენის აკრძალვის თაობაზე. აშშ-ის მთავრობამ რუსული აქტოვებიდან გასასვლელად ინვესტორებს ვადა 2022 წლის 1 სექტემბრამდე მისცა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები