ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 05:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

ვიდრე ჩვენ სისულელეებზე ვსაუბრობთ, სოჭსა და ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგა – ბჟანია

„ჩვენ სისულელეებით ვართ დაკავებულები, მანამდე კი ფოთსა და სოჭს შორის საბორნე გადასასვლელი აღდგა“. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ეს საკითხები პოლიტიზებულია და ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ტრანზიტი აფხაზეთის გავლით მტერთან, ანუ საქართველოსთან  ვაჭრობას ნიშნავს.

„მე ასე არ ვფიქრობ, მე არ მაინტერესებს მტრის ტერიტორიაზე რა ხდება, მე მაინტერესებს ჩვენი ხალხის ბედი და მინდა ისე გავაკეთო, რომ მათ ფინანსური მოგების მიღება შეძლონ და გამდიდრდნენ. უნდა ავამოქმედოთ პოტენციალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ბჟანია ამბობს, რომ აფხაზეთის რკინიგზას აქვს უზარმაზარი სატრანზიტო პოტენციალი, რომლისგან შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია. იგივე ეხება აეროპორტსაც.

ბჟანიამ ასევე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული პორტების აღდგენის აუცილებლობას. დე ფაქტო ლიდერის თქმით, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე სერიოზული პრობლემები არსებობს და აუცილებელია მათი სასწრაფო მოგვარება. ასევე მან ხაზი გაუსვა ტვირთების განბაჟების პროცედურის დაჩქარების აუცილებლობას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელი უნდა ამოქმედდეს.

მინისტრის თქმით, ამ მარშრუტით ის პირები ისარგებლებენ, რომლებსაც რუსეთიდან ტვირთები სომხეთში გადააქვთ. სომხეთი უკვე მრავალი წელია ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას მოითხოვს, რათა ლარსის საგუშაგოს გარდა, რუსეთთან მეორე დამაკავშირებელი გზაც ჰქონდეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები