ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 29, 2025 15:58 საათი

თბილისი

Jun 29 - Sun
Tbilisi, GE
24°C scattered clouds

პუტინი და სი ძინპინი G20-ის სამიტს დაესწრებიან – ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველი

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ნოემბერში კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტს დაესწრებიან, – ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველმა ანდი ვიჯაჯანტომ განაცხადა.

„პრეზიდენტმა მითხრა, რომ სი და პუტინი ბალიში ჩამოსვლას გეგმავენ“, – განაცხადა ვიჯაჯანტომ.

აღნიშნული შეხვედრა 2020 წლის იანვრის შემდეგ სი ძინპინისთვის ქვეყნის გარეთ მოგზაურობის პირველი შემთხვევა იქნება.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების G20-ის სამიტზე დასწრება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ შეხვედრას შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს.

ინდონეზიამ უკვე დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ზელენსკიც მიწვეულია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის