ტელეკომპანია სეზონი

მაისი 8, 2024 15:07 საათი

თბილისი

მაი 8 - ოთხ
Tbilisi, GE
20°C scattered clouds

სანქციების გამო ევროკავშირის მოსახლეობა ტუალეტის ქაღალდს რეცხავს – მედვედევი

ევროკავშირის მოსახლეობა სანქციების გამო იძულებულია ტუალეტის ქაღალდი რეცხოს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედვედევმა მოუწოდა ევროკავშირის მოსახლეობას, რომ „ხმა ამოიღოს“ და თავის „ჭკუასუსტ ლიდერებს“ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა მოსთხოვოს.

„აქედან მოგება ძალზე ნათელია, ზამთარში რუსეთთან ერთად ყოფნა უფრო თბილი და კომფორტულია. ახლა კი მათ მოუწევთ გათიშული გაზქურით და ცივი გამათბობლით ცხოვრება. დემოკრატიისთვის ფასი და რუსეთის დასჯის სურვილის შედეგი ისაა, რომ ევროკავშირის მოსახლეობას, რომლისთვისაც რუსეთს არაფერი დაუშავებია, ტუალეტის ქაღალდის გარეცხვა მოუწევს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. 

მედვედევმა, ასევე, სოციოლოგიური კვლევები ახსენა, რომლის მიხედვით კიევის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ევროკავშირის მოსახლეობის 90%-ს არ სურს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკის გამო მის მოსახლეობას ტუალეტის ქაღალდის რეცხვა უწევს, რუსულმა ფედერალურმა მედიამ გაავრცელა – კერძოდ ტელეკომპანია „როსიამ“ და სააგენტო „რია ნოვოსტიმ“.

გამოცემა „ინსაიდერის“ ინფორმაციით, მედვედევის მიერ მოყვანილი სოციოლოგიური კვლევები სერიოზულ ეჭვებს იწვევს.

ევროპარლამენტის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევროკავშირის მოსახლეობის 87% რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას მოითხოვს, 57% მხარს უჭერს ევროკავშირის პოზიციას უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს, ხოლო უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენას რესპონდენტთა 79% უჭერს მხარს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები