ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 05:34 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

შეერთებულ შტატებში „LGBT+ ისტორიის თვე“ გაუქმდა

ფლოროდას შტატში სკოლის საბჭომ ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიება, სახელწოდებით, „LGBT+ ისტორიის თვე“ – მშობლების მხრიდან პროტესტის გამო გააუქმა.

მაიამის ადგილობრივი ტელევიზიის თანახმად, მაიამი-დეიდის სკოლის საბჭომ კენჭისყრის შედეგად, 8 ხმით ერთის წინააღმდეგ, გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება შესაძლოა უთანხმოებაში მოვიდეს „ფლორიდას შტატის ბავშვების განათლების მიღების პროცესში მშობელთა უფლებების აქტთან“.

აღნიშნული LGBTQ ღონისძიების ჩატარება მიზნად ისახავს იმას, რომ ოქტომბერი განსაკუთრებულ თვედ გამოცხადდეს, რომელიც ფართო საზოგადოებას შეახსენებს, თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი  LGBTQ პირებს სოციალური, ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური სამყაროს ფორმირებაში.

„მთელმა რიგმა ისტორიულმა LGBTQ მოვლენებმა და ყველა რასის წარმომადგენელმა თავისი წვლილი შეიტანა ისტორიაში ყველა ადამიანის თანასწორობისთვის ბრძოლაში. ამ მიმართულებით არანაკლები ძალისხმევა გაიღეს LGBTQ პირებმა, რომლებიც დღესაც განაგრძობენ გრძელვადიანი წვლილის შეტანას, რათა ამერიკული საზოგადოება კიდევ უფრო ძლიერი გახადონ“, – წერია LGBTQ ღონისძიების – „LGBTQ ისტორიის თვე“ –  ორგანიზატორთა მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

სკოლის საბჭოს სხდომა, რომელიც, გავრცელებული ინფრომაციით, ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა, განიხილავდა LGBTQ ღონისძიების ჩატარება-არჩატარების საკითხს. სხდომის მიმდინარეობისას საჯარო კომენტარების დროს აღნიშნულთან დაკავშირებით 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ფლორიდას შტატის კანონებს ეწინააღმდეგება.

სკოლის საბჭოს ადვოკატმა კი თქვა, რომ, მართალია, ოქტომბრის განსაკუთრებულ თვედ აღიარება თავის მხრივ, კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა, მასთან დაკავშირებით შემუშავებული სასწავლო პროგრამის შესახებ იგივეს თქმა არ შეიძლება.

შეხვედრაზე ბევრი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა ღონისძიების ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით. მშობლებისა და საზოგადოების წევრების გარკვეულმა კატეგორიამ აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თაობაზე თავისი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ „LGBTQ ისტორია ეს არის ამერიკის ისტორიის ნაწილი“, ბევრმა კი ღონისძიების გამართვა გააპროტესტა და თქვა, რომ ასეთი ღონისძიების ჩატარების დაშვება ფლორიდის შტატში წლის დასაწყისში მიღებული კანონის – „მშობლების უფლებები ბავშვების განათლების მიღების პროცესში“ – „ვერაგულად“ გვერდის ავლა იქნებოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები