ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 15:53 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

„რუსეთი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებაზე“ – სერგეი ლავროვი

„რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას,“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

„პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, კიევის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ შეიძლება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები