ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 07:15 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

სოზარ სუბარი აშშ-ის მიერ განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიციის შესახებ: მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. გვინდა, ეს თემა, ცალკე, განხილვის საგნად ვაქციოთ

„როდესაც, ჩვენ ვთქვით, რომ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, ეს ზუსტად, იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა, ცალკე, განხილვის საგნად ვაქციოთ. რადგან, ეს თემა ცალკე საკითხია“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რას გულისხმობდნენ „ხალხის ძალის“ წევრები გამოქვეყნებულ წერილში – ამერიკელების მიერ, განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციების შესახებ.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოძიებულია და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გვაქვს ინფორმაცია მოძიებული და დარწმუნებული ვარ, რომ, ამ ხნის განმავლობაში, უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება. რადგან ამ საკითხს შევეხეთ, აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს აქტიურობას, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება, ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე