ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 03:13 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
16°C clear sky

„ნენსი პელოსი პროსომეხი პოლიტიკოსია, მისი ბრალდებები მიუღებელია“ – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს და მის მიერ აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ბაქოში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იცავს და პელოსი პროსომეხი პოლიტიკოსია.

„ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია და სიტუაციის გაუარესება აღკვეთილია. რეგიონში სიტუაციის ესკალაციაზე და ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

ზოგადად, ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა ამაზე პირდაპირ მეტყველებს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი, როგორც ჩანს, პელოსი ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერისა და მისი შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს.

სამწუხაროდ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნენსი პელოსი, რომელიც სამართლიანობაზე საუბრობს, მიზანმიმართულად არ ავლენს რაიმე პოზიციას სომხეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ის, რაც პელოსიმ სომხეთში თქვა, უნდა შეფასდეს, როგორც სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებული განცხადება. ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას, არამედ დაძაბულობის გაზრდას“, აღნიშნულია განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები