ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 20:52 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
5°C broken clouds

„ომს არასდროს ეყოლება გამარჯვებული, სამართლიან სამშვიდობო პროცესს კი – დამარცხებული“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული მხარე, ისევე როგორც მშვიდობიან მოგვარების პროცესს არ ჰყავს დამარცხებული.

მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულებისთვის დიდ ძალისხმევას დებენ.

„ომს არასდროს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს – დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ ვდებთ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით“, – განაცხადა ერდოღანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის