აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ურცხვად არღვევს ორგანიზაციის წესდების საფუძვლებს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი „ერთმა ადამიანმა აირჩია“.
„გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მის მეზობელ ქვეყანაში. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების საფუძვლები. პუტინი კვლავ დაემუქრა ევროპას ბირთვული იარაღით. ახლა კი რუსეთი კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცს იწვევს, რუსეთი ცდილობს, მოაწყოს ყალბი რეფერენდუმი. და ეს არის გაეროს წესდების პირდაპირი დარღვევა.
რუსეთს არავინ ემუქრებოდა და რუსეთის გარდა არავინ ეძებდა ამ კონფლიქტს, ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ეს კონფლიქტი მოხდებოდა.
ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ თვითონ ისე ლაპარაკობდა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა. პუტინმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთმა შექმნა. და არასოდეს, ვციტირებ, არ ჰქონია რეალური სახელმწიფო. განადგურებულია ათობით სკოლა, საავადმყოფო, კულტურული ცენტრი და მუზეუმი. ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო საშინელი დანაშაულები – მასობრივი საფლავები, სხეულები წამების ნიშნებით“, – განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.