ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 09:11 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
16°C broken clouds

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის გამო, ყაზახეთსა და საქართველოს არ მოსთხოვს რუსების იძულებით დაბრუნებას – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ მიმართა ყაზახეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეების სავარაუდო იძულებით დაბრუნების თაობაზე – და არც აპირებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც იგეგმება“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები