ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 18:48 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

დიმიტრი მედვედევი – ილონ მასკი ყოჩაღია, ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Space X-ის დამფუძნებელ ილონ მასკს ოფიცრის რიგგარეშე წოდება ეკუთვნის. ამ განცხადებით მედვედევი ილონ მასკის “ტვიტერზე” გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც მილიარდერმა ყირიმის ნახევარკუნძულის სამომავლო ბედთან დაკავშირებით კითხვა დასვა.

„მასკი ყოჩაღია. ეკუთვნის ოფიცრის რიგგარეშე წოდების მიკუთვნება. თუმცა, ნაადრევად გაიშიფრა. მისი შემდეგი პოსტი იქნება რამე მსგავსი „უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა“, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოიფიქრა და „ტვიტერზე” ხმის მისაცემად დადო, რომლის ერთ-ერთი პუნქტია: დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ უნდა გადაწყვიტოს, არიან ისინი რუსეთის, თუ უკრაინის ნაწილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები