ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 04:15 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
8°C clear sky

კრემლი უარყოფს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული სამხედრო მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული სამხედრო მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს არ სურს დასავლეთის მიერ გავრცელებულ „ბირთვულ რიტორიკაში“ მონაწილეობის მიღება.

„დასავლური მედია, დასავლელი პოლიტიკოსები და სახელმწიფოს მეთაურები ამჟამად ბირთვული რიტორიკის წარმოებაში არიან ჩართულნი. ჩვენ არ გვინდა ამაში მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები