ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 25, 2025 21:26 საათი

თბილისი

Oct 25 - Sat
Tbilisi, GE
17°C clear sky

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც გარკვეული კატეგორიისთვის მობილიზაციის გადავადებას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით რუსეთის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები მობილიზაციისგან გადავადება შეეხებათ. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

ბრძანებულების მიხედვით, გადავადება შეეხება საღამოს და დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტებს, ასევე უმაღლესი და  პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, ორდინატორებს და ასპირანტებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამებით სწავლობენ.

ასევე, მობილიზაციის გადავადება შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც სწავლობენ ორგანიზაციებში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრების ტერიტორიაზე და სასულიერო საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის