ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 11:57 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

გვჭირდება SWIFT-იდან რუსული ბანკების სრული გათიშვა, ენერგეტიკული ემბარგოს შემოღება, რუსებზე ვიზების გაცემის შეწყვეტა – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის გამო რუსეთი 7 მილიარდ ევროს დაკარგავს. ამის შესახებ შმიგალი ტელეგრამზე წერს.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასის დაწესების შესახებ, აიკრძალება რუსეთის ფედერაციიდან ნახევარფაბრიკატების და სხვა ფოლადის ნაწარმის, აგრეთვე ხის, ქაღალდის, პლასტმასის, სიგარეტის და ძვირფასი ქვების იმპორტი. ამ აკრძალვების მოსალოდნელი ეფექტი რუსეთის ეკონომიკისთვის იქნება მინიმუმ 7 მილიარდი ევრო“, – აცხადებს დენის შმიგელი.

მისი თქმით, უკრაინა მადლობას უხდის ევროკავშირს სოლიდარობის მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის და ამავე დროს ელის, რომ აგრესორზე სანქციების ზეწოლა გაგრძელდება.

„ჩვენ გვჭირდება SWIFT-იდან რუსული და ბელორუსული ბანკების სრული გათიშვა, სრული ენერგეტიკული ემბარგოს შემოღება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის მქონე გემების რუსეთის საზღვაო პორტებში შესვლის აკრძალვა, ასევე ვიზების გაცემის შეწყვეტა“, – აცხადებს შმიგალი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები