ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 14:21 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

„ჩემი სამიზნე მხოლოდ იმრან ხანი იყო“ – პაკისტანის ყოფილი პრემიერი საპროტესტო აქციაზე დაჭრეს

აღმოსავლეთ პაკისტანში საპროტესტო აქციაზე შეიარაღებულმა პირებმა პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ექსპრემიერი ფეხში მსუბუქად დაჭრა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. 

თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს, მოგვიანებით კი პოლიციამ გაავრცელა მისი დაკავების ვიდეო, რომელიც მომხდარს აღიარებს.

დაკავებული აცხადებს, რომ მარტო მოქმედებდა.

„მხოლოდ იმრან ხანი იყო ჩემი სამიზნე,” – თქვა ეჭვმიტანილმა. 70 წლის ხანს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

„სროლა იყო „მკვლელობის მცდელობა, ეს იყო თავდასხმა მთელ პაკისტანზე“, – უთხრა აქციის მონაწილეებს პარტიის სპიკერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები