თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სოციალური ქსელი Twitter-ი მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს.
„ილონ მასკი მიდის და ყიდულობს Twitter-ს, რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს. ამერიკაში რედაქტორები აღარ არსებობენ, იმის იმედი გვაქვს, ჩვენი შვილები მიხვდებიან, რა დევს სასწორზე?“, – აცხადებს ბაიდენი.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენი სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შესამცირებლად ყველაფერს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ, მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ჩიტი თავისუფალია“.
მასკმა, ასევე, პირობა დადო, რომ Twitter-ზე განთავსებული მასალის კონტროლი შემსუბუქდება და მომხმარებლების ნაწილს ბლოკი მოეხსნება.