ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 02:08 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, მისი უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს სავიზიტო ბარათად – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად.

„დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას.

ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება ქართული სულის, ჩვენი ხალხის თვითმყოფადობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული საგანძურის ფასდაუდებელი მონაპოვარია.

დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათა“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის