ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 05:41 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
11°C broken clouds

დონალდ ტრამპმა სასამართლოში უჩივლა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოში უჩივლა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებს, – ამის შესახებ CNN იუწყება.

მედიის ცნობით, ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს კომიტეტის ლეგიტიმურობას.

ტრამპი აცხადებს, რომ კომიტეტში მის გამოძახებას იურიდიული ძალა არ აქვს. ტრამპი მიიჩნევს, რომ მას აქვს იმუნიტეტი იმ პერიოდზე ჩვენებების მიცემისგან, როდესაც ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია წარმომადგენელთა პალატასთან, რათა შეეთავაზებინათ წერილობითი პასუხების გაგზავნა.

მათივე შეფასებით, ტრამპის კომიტეტის მოსმენებზე დაბარება „პრეზიდენტის ინსტიტუტში შეჭრას“ წარმოადგენს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპილოტიუმზე მომხდარ შტურმს იძიებს, ჩვენების მისაცემად ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიბარა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები