ახალქალაქში კაცმა ქალის აფეთქება სცადა. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალს, სახლის კართან, საჩუქრებთან ერთად დაუდეს.
ქალი მიხვდა, რომ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო და ოთახიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა მცირე დაზიანებები აღენიშნება. აფეთქების შედეგად ოთახის დიდი ნაწილი განადგურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს პოლიციამ მომხდარზე 1 პირი დააკავა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.