ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 30, 2024 13:39 საათი

თბილისი

აპრ 30 - სამ
Tbilisi, GE
26°C clear sky

კონგოს დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

კონგოს დედაქალაქ კინშასაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა ინფორმაციას AP NEWS-ი მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ სულ მცირე 12 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ხელისუფლება ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რომ ვინმეს ცოცხლად იპოვიან.

„ადამიანების პოვნის იმედი არ არსებობს“, – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ლიზა ნემბალემბამ Associated Press-ს.

კონგოს მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

კინშასაში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  40 000 სახლი დაიტბორა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები