ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 04:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

„ამას რომ ვამბობდი იმპერიალიზმს არ ვგულისხმობდი, მე ვსაუბრობდი კულტურაზე“ – რომის პაპი ე.წ. „დიდი რუსეთის“ მემკვიდრეობაზე გაკეთებულ განცხადებაზე

რომის პაპმა ფრანცისკემ განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როცა რუს კათოლიკე ახალგაზრდებს ე.წ. „დიდი დედა რუსეთის“ მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. მისივე განმარტებით, ის არა ქვეყნის იმპერიალისტურ წარსულს, არამედ მის კულტურას გულისხმობდა. ამის შესახებ ვატიკანის ადგილობრივი მედია წერს.

ჟურნალისტთან საუბრისას პაპს სთხოვეს აეხსნა, რატომ ახსენა ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან პეტრე I ან ეკატერინე II და ასევე, რას ფიქრობს ის იმპერიალიზმზე, განსაკუთრებით კი რუსულზე.

თავდაპირველად პაპმა ფრანცისკემ რუსულ კულტურასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „რუსულ კულტურას თავისი სილამაზე, დიდი სიღრმე აქვს და ის პოლიტიკური პრობლემების გამო არ უნდა წაიშალოს“.

„მაგალითად ლიტერატურაზე, მუსიკაზე. დოსტოევსკზე. ის რაც დღეს მომწიფებულ ჰუმანიზმზე მოგვითხრობს, მათ[რუსმა ახალგაზრდებმა] ეს ჰუმანიზმი უნდა მიიღონ, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურაში განვითარდა. ეს არის მეორე ასპექტი იმისა, რაც მე ვთქვი მემკვიდრეობის შესახებ. მესამე, როგორც ჩანს, არ იყო წარმატებული. „დიდ რუსეთზე“ საუბრისას ვფიქრობდი არა იმდენად გეოგრაფიული გაგებით, რამდენადაც კულტურული გაგებით, გამახსენდა ის, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ: პეტრე I, ეკატერინე II. შემდეგ კი ეს მესამე[ელემენტი] გამოჩნდა, რაც, როგორც ჩანს, არც ისე სწორია. არ ვიცი. ისტორიკოსებმა თქვან“, – თქვა რომის პაპმა.

კითხვის მეორე ნაწილის საპასუხოდ, რომელიც იმპერიალიზმთან დამოკიდებულებებს ეხებოდა, პაპმა თქვა: „ამას რომ ვამბობდი იმპერიალიზმს არ ვგულისხმობდი. კულტურაზე ვსაუბრობდი და კულტურის გადმოცემა არასოდეს არის იმპერიალისტური, არასდროს!“.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს რომის პაპმა ფრანცისკემ, სანქტ-პეტერბურგში, რუს ახალგაზრდებთან მიმართვისას თქვა: „არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ „დიდი რუსეთის“ შთამომავლები: წმინდანთა „დიდი რუსეთის“, მმართველების პეტრე I-ის „დიდი რუსეთის“, ეკატერინე II-ის იმპერიის. დიდი კულტურა და „დიდი კაცობრიობა“ – არასოდეს დათმოთ ეს მემკვიდრეობა. თქვენ ხართ „დიდი დედა რუსეთის“ შთამომავლები, წინ წადით, წინ”.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები