ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 04:25 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
12°C overcast clouds

უკრაინელი არარაობა, რომელიც დამნაშავეა დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, დამსახურებულ სასჯელს მიიღებს – მედვედევი ზელენსკიზე

„უკრაინელი არარაობა, რომელიც დამნაშავეა დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, დამსახურებულ სასჯელს მიიღებს,“ – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მედვედევი ტელეგრამზე წერს, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ მისი მიზნები სრულად არ მიიღწევა, რათა დაისაჯონ დამნაშავეები დონბასის მცხოვრებთა გენოციდის გამო.

„უკრაინელი არარაობა, რომელიც დამნაშავეა დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, მიიღებს დამსახურებულ სასჯელს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა. ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ მისი მიზნები სრულად არ მიიღწევა“, – აღნიშნა მედვედევმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები