ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:34 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

„არ ვართ დარწმუნებულები, რომ გავათბობთ და გავანათებთ ჩვენს სახლებს“ – მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, – ამის შესახებ მაია სანდუმ პარიზში მოლდოვის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლდოვის მხარდასაჭერად საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა.

„ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არახელმისაწვდომი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის.

ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენ სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა იგივე ფასს აქვს ბევრად მეტი დამანგრეველი გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები