ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 03:01 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აკეთებს- ირაკლი კობახიძე ბიბილოვის განცხადებაზე

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გაკეთდა ბიბილოვის მხრიდან, ეს განცხადება კეთება ყოველთვის, როდესაც არის ე.წ. არჩევნები რეგიონში. ამ შემთხვევაშიც ბიბილოვს აქვს არჩევნები და მან ჩათვალა, რომ კამპანიისთვის, ისევე, როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება – განაცხადა ,,ქართული ოცნების“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბიბილოვს ამ განცხადების გაკეთება დასჭირდა საკუთარი კამპანიის მიზნებისთვის და ამ განცხადებას მისი ვარაუდით მსვლელობა არ მიეცემა.

„ჩვენ, თუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ ამ განცხადებას, ამით იმ წისქვილს დავასხამთ წყალს, რომელიც ეკუთვნის ბიბილოვს. მე იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. ბიბილოვმა თავის კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატარა და ა.შ. მაგრამ არ მგონია, რომ შემდგომი მსვლელობა ამ ყველაფერს მიეცეს. არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას ვაღიარებთ, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,  ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შესაძლოა, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდეს, თუ ის რუსეთის ნაწილი გახდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები