ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 06:23 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C few clouds

ავსტრია განაგრძობს რუსული გაზით მომარაგებას- ავსტრიის კანცლერი

ავსტრია დგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ ეს სწრაფი პროცესი არ იქნება, – განაცხადა ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეგამერმა გერმანელ კოლეგასთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ სანქციების მომხრე ვართ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი სათანადო და სწორია. რუსეთისთვის დიდი მარცხი იქნება სამომავლოდ ის, რომ ახლა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ენერგიის წიაღისეულ წყაროებზე, ასევე, დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად, ანუ ბაზარზე სხვა მომწოდებლების შემოსაყვანად“, – აღნიშნა ნეგამერმა.

მისი თქმით რუსეთისთვის სანქციების დაკისრება გავლენას მოახდენს, როგორც ავსტრიის მოსახლეობაზე ასევე ეკონომიკაზე.

„თუ მკითხავთ, არის თუ არა ეს საშინელი გრძნობა, ახლა რუსულ გაზზე დამოკიდებულება? – დიახ. თუმცა, შეგრძნებები არ უნდა ჭარბობდეს და ეს მეხება განსაკუთრებით, მე, როგორც ფედერალურ კანცლერს, როდესაც საუბარია ენერგიის წყაროზე და ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, რადგან რუსეთიდან გაზი მოდის არა მხოლოდ საშინაო მეურნეობებისთვის, არამედ წარმოებისთვისაც – აქ კი უკვე საუბარია სამუშაო ადგილებზე და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რაც ჩემი ამოცანაა“, – განაცხადა  ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა.

მისი თქმით, ავსტრიის მიერ ენერგიის წარმოებისთვის მოხმარებული გაზის 80% რუსეთიდან მოდის.

კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა უკვე მძიმედ დაარტყა რუსეთს და გააკვირვა პუტინი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები