ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 4, 2022 20:53 საათი

თბილისი

ოქტ 4 - სამ
Tbilisi, GE
21°C clear sky

„ასეთი ადამიანები უნდა დააკავონ“ – რამზან კადიროვმა ნაწილობრივი მობილიზაციის მოწინააღმდეგეებს „ხალხის მტრები“ უწოდა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მოქალაქეებს ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ და წერენ, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ.

„ზოგიერთი წერს, რომ აუცილებელია ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ წასვლა. ამ პირობებში არავინ არ უნდა განიხილოს გადაწყვეტილება [უზენაესი მთავარსარდლის], არამედ უნდა განახორციელოს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, სისულელეებში არ ჩაერთონ. და ვინც გამოვა, ისინი ხალხის მტრები არიან“, – განაცხადა კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კადიროვის აზრით, ასეთი ადამიანები „უნდა დააკავონ“ და „გააგზავნონ ისეთ ადგილებში, სადაც „სპეცოპერაციას ატარებენ და მაშინ გამოჩნდება, ვისთვის მუშაობენ და რა სურთ რეალურად“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები