ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 17:19 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
17°C clear sky

აშშ და მოკავშირეები ამყარებენ კავშირებს იაპონიასთან, რათა მოემზადონ ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის

აშშ და იაპონიის სამხედროები სწრაფად აერთიანებენ ძალებს და ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს, რადგან ემზადებიან ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის, როგორიცაა ომი ტაივანის გამო, – ამის შესახებ უკრაინული მედია RBC-Ukraine Financial Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

გენერალ-ლეიტენანტმა ჯეიმს ბიერმანმა, მესამე საზღვაო ექსპედიციური ძალების (III MEF) და იაპონიის საზღვაო ძალების მეთაურმა, აღნიშნა, რომ ორი არმიის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის განმავლობაში.

მისი თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ემზადებიან ისეთი სცენარისთვის, როგორიცაა ჩინეთის შეჭრა ტაივანში.

„რატომ მივაღწიეთ იმ წარმატებას, რასაც მივაღწიეთ უკრაინაში? ამის დიდი ნაწილი მოხდა იმის გამო, რომ 2014 და 2015 წლებში რუსული აგრესიის შემდეგ, ჩვენ სერიოზულად დავიწყეთ მზადება მომავალი კონფლიქტისთვის“, – აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა ჯეიმს ბიერმანმა.

ამავე ცნობით, იაპონია და ფილიპინები აძლიერებენ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან ჩინეთის მზარდი ძალაუფლების ფონზე.

გამოცემა, ასევე, წერს, რომ იაპონია და აშშ აპირებენ განიხილონ თავიანთი ალიანსის გაძლიერება საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას 11 იანვარს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ერთმანეთს 13 იანვარს ვაშინგტონში შეხვდებიან.

ტოკიო იწყებს უსაფრთხოების პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას, რომელიც მოიცავს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და რაკეტების განლაგებას, რომლებსაც შეუძლიათ ჩინეთის ტერიტორიაზე დარტყმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები