ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 07:28 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
13°C clear sky

აშშ-მა მოუწოდა რუსეთს გაახანგრძლივოს და გააფართოვოს მარცვლეულის შეთანხმება

შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ მარცვლეულის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„მოვუწოდებთ რუსეთს დათანხმდეს ხელშეკრულებების გახანგრძლივებაზე და საბოლოოდ გაფართოებაზე“, – განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, მანამდე ხელმოწერილმა შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა ფასების დაწევა და მარცვლეულის დეფიციტის შემცირება მთელს მსოფლიოში.

აშშ, ასევე, მიიჩნევს, რომ G20-ის ქვეყნებმა უნდა მოითხოვონ რუსეთისგან მარცვლეულის შეთანხმებების შენარჩუნება და გაფართოება.

სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, დარწმუნებულია, რომ მარცვლეულის შეთანხმება ხელს უწყობს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცებას და ფაქტობრივად გადაარჩენს დაუცველი მოსახლეობის სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში, ასევე. ამცირებს სურსათის ფასებს ყველასთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ G20-ის ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებას“, – დასძინა პრაისმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები