ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 23:57 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
10°C clear sky

აუცილებელია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და შუა სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება – ლევან დავითაშვილი

„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს შუა სატრანზიტო დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებას. სახეზე გვაქვს პროგრესი, როგორ გაიზარდა 2014 წელთან შედaრებით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის გავლით – შუა დერეფნისა და შესაბამისად, საქართველოს გავლით გატარებულმა ტვირთმა 2021 წელს 10,000 TEU – ს გადააჭარბა. თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა იმ დერეფნის განვითარებას, რომლებიც ჩვენს რეგიონში მეტ ტვირთს მოიზიდავს,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება.

მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე. ვიცე-პრემიერმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ოთხმხრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა. შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები