აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.
ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული.
მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრები, მაგრამ არ უნდა გადავიდნენ ძალადობაში.
„ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული. კანონის საწინააღმდეგოა, როდესაც ძალადობა ხდება. ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი არ არის. კანონს ეწინააღმდეგება. ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, კამპუსების დახურვა – ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.