ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 2, 2025 11:18 საათი

თბილისი

Oct 2 - Thu
Tbilisi, GE
12°C light rain

ბლინკენი კიევში, უკრაინას 1 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოაცხადებს – Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას უნდა შეხვდეს. ბლინკენი აპირებს უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის დახმარება გამოაცხადოს. ამის შესახებ Reuters  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

ბლინკენი კიევში ღამის მატარებლით პოლონეთიდან ჩავიდა.

ეს უკვე მისი მესამე ვიზიტია უკრაინის დედაქალაქში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

Reuters-ის ცნობით , ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში 2 დღე გაგრძელდება.

თავდაპირველად ბლინკენი უკრაინას 2022 წლის აპრილში თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად ეწვია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის