ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 19, 2025 16:04 საათი

თბილისი

Nov 19 - Wed
Tbilisi, GE
20°C clear sky

ბოლო 29 საათში ხერსონში წყლის დონემ 5 მეტრით მოიმატა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად ხერსონში წყლის დონე 5,29 მეტრს შეადგენს. ამის შესხებ ხერსონის ოლქის ჰიდრომეტეოროლოგიის ხელმძღვანელმა იური კირიაკმა განაცხადა.

„ჰიდროლოგიური დონე 5 მეტრსა და 29 სანტიმეტრს შეადგენს, ანუ, ბოლო 29 საათში წყლის დონემ 5 მეტრით მოიმატა“, – აცხადებს კირიაკი.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კახოვკის წყალსაცავიდან წყლის მოცულობის მხოლოდ ერთი მეოთხედია გამოსული.

როგორც უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, 6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დანაღმული კაშხალი. წყალდიდობის საფრთხის ქვეშ 80-მდე დასახლებაა, ძირითადად ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის