ბულგარეთმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, თავისი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ გაცემული ნებართვა დროებითია.
„ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან“, – ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.