ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 22, 2024 18:36 საათი

თბილისი

თებ 22 - ხუთ
Tbilisi, GE
6°C overcast clouds

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები