ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 21:29 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
6°C overcast clouds

მიხეილ ყაველაშვილი: საიდან აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამდენი ქონება, ეს გამოიძიონ იმ ახალგაზრდებმა, როინ მეტრეველს რომ დასდევენ

„ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორად იცის ევროპარლამენტარების დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან, რომ აშკარა სიცრუეზე აგებულ რეზოლუციებს 500-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა ისე მოაწერა...

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ამოქმედების ვადად ჩაიწერება შემდეგი წლის პირველი მარტი – მამუკა მდინარაძე

ევროკომისია თუ არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადად მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება, - ამის შესახებ...

კახა კალაძე ოპოზიციაზე: „ხელისუფლების ცვლილება“ – ეს არის მათი ოცნება, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, როგორ იმოქმედოს

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება. კახა კალაძის...

გია ვოლსკი – რუსეთთან ფრენებზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება – დაპირისპირების ახალი მექანიზმების შემოტანა იმგვარ პროცესებს გამოიწვევს, რაც ჩვენთვის წამგებიანი აღმოჩნდება

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე უარის თქმა, ვიზების შეჩერება ეს ის სცენარია, რომელიც ქართველების მიმართ საპასუხო ზომების მიღებით განვითარდება - სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს,...

დაისაჯოს რუსოფობიური განწყობის გამაღვივებელი ყველა მავნე ძალა – ნიკოლოზ მჟავანაძე

საქართველოში უფრო და უფრო ფეხს იკიდებს ეთნიკური შუღლის გაღვივების მოწოდებები.  აღნიშნული დანაშაულებები ძირათადად  ეთნიკურად რუსი ეროვნების პირების მიმართ ხორციელდება.   ,,უფლებადამცველთა...

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, ვისაც ვესაუბრე – ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, რომ მხარს დაგვიჭერენ, როცა ჩვენი საკითხის განხილვა იქნება

„მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის“,...

ირაკლი ღარიბაშვილი – მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები

„მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა. „ეს ჩემთვის იმდენად არასერიოზული იყო, თქვენ რომ ეს შეკითხვა არ დაგესვათ, ალბათ მე ამაზე არ გავაკეთებდი კომენტარს სხვაგან, ჩემი ინიციატივით, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ თქვენ ყოფილი და მოქმედი ევროპელი ლიდერების გამონათქვამებს. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე თუ მესამე დღეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, იგივე დარბაზში თუ არ ვცდები, ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი, და თქვა, რომ უკრაინა იმის გამო ისჯება, თუ როგორც იყო, მე არ მინდა დავამახინჯო მისი ნათქვამი. ევროპული არჩევანის გამო თურმე მოხდა ეს ომი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას. აქ ახალი არაფერი არ თქმულა. მე რა თქმა უნდა, ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს. მთავარი მინდა ვთქვა, ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენი ქვეყანა არის თავად ოკუპირებული, თავად თავისი გამოწვევები აქვს და აქვს გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო, თუმცა მე მავნებელი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე და ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან მე არაფერი არ მიკვირს. საერთოდ არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, ისინი რას იტყვიან. მე მაინტერესებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ინტერესები და ჩვენიო ხალხის ინტერესები. მით უმეტეს, მიუღებელია ნებისმიერი კრიტიკა იმ ძალისგან, რომელმაც ომი ვერ აიცილა, დაკარგა და რუსეთს ჩააბარა ჩვენი ტერიტორიები, დაუთმო, შემოიყვანა ჯარი და დააკანონა ოკუპაცია და ამის შემდეგ გადასცა რუსულ კომპანიებს სახელმწიფო კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ათასი პრივილეგია მიანიჭა. ამ ძალასთან, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე არავითარი დიალოგი არ მექნება და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკა არის მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც ფეისბუკზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო – რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა? – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის...

საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ...

გვერდი 17 - 52 -დან 1 16 17 18 52