ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 09:40 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
11°C overcast clouds

დაისაჯოს რუსოფობიური განწყობის გამაღვივებელი ყველა მავნე ძალა – ნიკოლოზ მჟავანაძე

საქართველოში უფრო და უფრო ფეხს იკიდებს ეთნიკური შუღლის გაღვივების მოწოდებები.  აღნიშნული დანაშაულებები ძირათადად  ეთნიკურად რუსი ეროვნების პირების მიმართ ხორციელდება.   ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით განცახდება შეიტანა სადაც ის და მისი ორგანიზაცია  დროულ და უსწრაფეს რეაგირებას ითხოვს ყველა იმ ფაქტზე სადაც რუსი ეროვნების პირების მიმართ განხორციელებული დანაშაულებები იკვეთება.

,,ყოველდღიურად საინფორმაციო საშუალებებით ვხედავთ, თუ როგორ სჩადიან სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა ,,ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება’’ გათვალისწინებულ დანაშაულებებს პოლიტიკოსები, მედია საშუალების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და დასავლეთიდან დაფინანსებული ჯგუფები .

დღეს საქართველოში რუსი ტურისტისთვის ყოფნა სახიფათოა, ვინაიდან მათ მიმართ ხორციელდება ყველა დონეზე თავდასხმები და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სამართლებრივ რეაგირებას, ყველაზე დიდი ადმინისტრაციული წესით, თუ დაისაჯა ვინმე.

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის   მოთხოვნაა:

  1. დაისაჯოს ყველა ის პირი  ვინც ამა წლის  3 მაისს თბილისში რუსეთის ფედერაციის სიმბოლიკიანი ავტობუსის გადაღების და ავტობუსში მჯდომი რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნას ახორციელებდა. ეს ფაქტი ქართულ მედიაში ფართოდ გაშუქდა და ნაც-მოძრაობასთან დაახლოვებულმა პირებმა, ავტობუსი მხოლოდ იმიტომ გადაღებეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ავტობუსში სხდომებს, რომ ისინი რუსები იყვნენ.
  2. დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც 19 მაისს, კახეთში, ყვარელში, ,,ყვარლის ტბაში’’ ქორწილის გადახდისას მიუვარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილის ეკატერინა ლავროვას ოჯახის წევრებს. ნაც-მოძრაობის აქტივისტები თავს დაესხნენ სტუმრებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ქორწილის მეორე დღესვე დაეტოვებინათ სასტუმრო და წასულიყვნენ საქართველოდან და ეს ყველაფერი განხორციელდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ რუსები და ამას არც ნაც-მოძრაობის აქტივისტები მალავდნენ.
  3. დაისაჯოს ,,მოძრაობა სირცხვილიას’’ წევრები რომლებმაც 25 მაისს სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტოები, რომლებზეც ჩანს როგორ გადაღებეს მათმა  აქტივისტებმა თბილისში  ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლის ავტობუსი და შეურაცხყოფა მიაყენეს ავტობუსში მყოფ რუსი ეროვნების ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო.
  4. დაისაჯოს ნაც-მოძრაობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტები ვინც 19 მაისს თბილისის აეროპორტში შეურაცყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მგზავრები იმ თვითმფრინავის ხომალდისა, რომელიც ჩამოფრინდა მოსკოვიდან. ისმოდა შეძახილები და შეურაცხყოფები რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ.
  5. დაიწყოს გამოძიება ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის’’ მიერ განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. პროექტი „გამორთე რუსული მუსიკა“ „ნუ გამოიყენებ რუსულ მუსიკას ტურისტების მოსაზიდად“ შეიცავს ეთნიკური შუღლის  გამაღვივებელ მოწოდებას. ეს კამპანია დღემდე გრძელდება.

ყოველდღიურად შეურაცხყოფები მიმდინარეობს უმაღლესი რანგის პოლიტიკური ფიგურების და მედია საშუალების წარმომადგენლების მხრიდან რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ, რაზეც არანაირი რეაგირება არ ხდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს ასეთი მოწოდებებიდან:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, რომლებიც „ვაგონებით“ ჩამოდიან, სხვა მიმართულებით წავიდნენ.

“რუსი ტურისტი ყველაზე ცუდი ტურისტია, რომელიც ნაგავს დაგიყრით ისტორიულ ძეგლებთან… ერთ დღესაც კორპუსთან მიხვალთ და თქვენზე მდიდარი რუსი გეტყვით, რომ მან უკვე იყიდა საპარკინგე ადგილი“ – ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია

 

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია: 2011 წელს ტურისტები მოდიოდნენ და დღეს აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები.

ამ კამპანიის შედეგი არის ის, რომ უკვე უბრალო რუსი ტურისტი ქუჩაში დაუცველია, რისი დასტურია ის კრიმინალური ფაქტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, როდესაც რუს ტურისტებს თავს ესხმიან.

საბოლოოდ სიტუაცია შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ მოხდეს  სწორედ ეთნიკური ნიშნით რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკური ლიკვიდაცია, ვინაიდან მედია და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები უბრალო ადამიანებს წარმოადგენენ მტრის რანგში და ეს კამპანია შემდეგში ასახვას ტოვებს მოსახლეობის თვითშეგნებაზე, რომლებიც  თვლიან, რომ რადგან მათ ესმით პრეზიდენტისგან, ოპოზიციური პარტიებისგან, რომ რიგითი რუსიც საქართველოს მტერია ისინი მზად არიან ეს რიგითი რუსი მოკლან. ჯერ-ჯერობით 239-ე პრიმა მუხლით არავინ არ დასჯილა, არადა ფაქტები, რომლებზეც ვსაუბრობთ სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.-ნათქვამია უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის   განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები