ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 26, 2025 17:30 საათი

თბილისი

Oct 26 - Sun
Tbilisi, GE
15°C light intensity shower rain

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული კონტრიერიშის პირველი წვრთნები ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული კონტრიერიშის პირველი წვრთნები ჩაატარა. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო KCNA იტყობინება.

„ბირთვული იარაღის მართვის ეროვნული სისტემის ცდებს, რომელსაც „ბირთვული სასხლეტი“ ჰქვია, საარტილერიო ჯარებიც შეუერთდნენ“, – წერს სააგენტო KCNA.

მათივე ინფორმაციით, წვრთნების მიზანი „დივერსიფიცირებული ბირთვული პოტენციალის დემონსტრაცია და სამხრეთ კორეისა და აშშ-ის პროვოკაციული სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა“ იყო.

„წვრთნებს აკვირდებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და ჩატარებულ წვრთნებს დადებითი შეფასება მისცა“, – წერს სააგენტო KCNA.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის