ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 19, 2025 19:59 საათი

თბილისი

Nov 19 - Wed
Tbilisi, GE
10°C clear sky

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. მათი თქმით, აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება.

ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავებას იწვევს.

მათივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების ტესტირებას მოწინააღმდეგის წვრთნების პარალელურად გააგრძელებს.

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები 13 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. მასში მონაწილეობას 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის