ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 22:35 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
10°C few clouds

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე – ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს

ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ვფიქრობთ, საქართველოს ინტერესებშია უფრო გულდასმით იმუშაოს უფრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე კომენტირებისას სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენციის “ქალები პოლიციაში” გახსნას ესწრება.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის სწორი არ არის.

„ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის სწორი არ არის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ასევე ფიქრობენ. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – აღნიშნა ტოდ რობინსონმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები